პუბლიკაციები
„არა არს დაფარული“

1-prezent-mt25 სექტემბერს სასტუმრო «ამბასადორში» არასამთავრობო ორგანიზაციამ «ისტორიული მემკვიდრეობა» წიგნის «არა არს დაფარული» პრეზენტაცია გამართა. წიგნი წარმოადგენს გაზეთ «საქართველო და მსოფლიოში» სასულიერო პირებთან  ქვეყანაში მიმდინარე სავალალო პროცესებზე გამოქვეყნებული ინტერვიუების კრებულს.

წიგნში შესულია წმინდა სინოდის წევრის, რუის-ურბნისის მიტროპოლიტისმეუფე იობის რამდენიმე ინტერვიუ, ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ბოლნელი ეპისკოპოსისეფრემის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტისმეუფე სერაფიმეს, დეკანოზ დავითის (ისაკაძე), დეკანოზ თეოდორეს (გიგნაძე), ზემო სვანეთის ეპისკოპისისმეუფე ილარიონის, ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის (მახარაძე), მეუფე გერასიმეს, დეკანოზ პეტრეს (კვარაცხელია), დიაკვან ელიზბარის (დიაკონიძე), არქიმანდრიტ გრიგოლის (აბაშიძე), დეკანოზ დავითის (ქვლივიძე), არქიმანდრიტ ანტონის და დეკანოზ ნიკოლაის (ბალაშოვის) ინტერვიუები.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს წიგნი თავისთავად უნიკალურია, რადგან პირველად მოხდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხზე სასულიერო იერარქების პრესაში გამოქვეყნებულ მოსაზრებათა, მათი პოზიციის, გულისტკივილის, შეგონებათა ერთ კრებულში თავმოყრა და საზოგადოებისთვის მიწოდება. გამოცემას განსაკუთრებით აქტუალურს ხდის ის გარემოებაც, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და წმინდა სინოდში ბოლო ჟამს მიმდინარე ზოგიერთი მოვლენა აბნევს მრევლს. რიგი სასულიერო პირების საზოგადოებისთვის გაუგებარი და ორაზროვანი პოზიცია, ბევრჯერ აღქმულა მრევლის მიერ ზოგადად სინოდის და უკლებლივ ყველა იერარქის პოზიციად, რაც სინამდვილეში ასე არ არის.

კრებულის შესავალში ნათლად არის ხაზგასმული, რომ: «რადიკალური ლიბერალური წრეებისთვის მართლმადიდებლური სამყარო, დიდი ხანია, მთავარ სამიზნედ იქცა. მართლმადიდებლური ეკლესიები მათი შეტევის მთავარ მიმართულებას წარმოადგენენ და მათი დისკრედიტაციისთვის იყენებენ გულუხვად დაფინანსებულ ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაციას, მოსყიდულ მედიას, კონკრეტულ მარგინალ «მოღვაწეებს», მარიონეტი რეჟიმების წყალობით კი მართლმადიდებლობასთან ომში ისინი ასევე აქტიურად იყენებენ სახელისუფლო რესურსსა და სტრუქტურებს.

გაშმაგებული ბრძოლა რადიკალი ლიბერალების მხრიდან მართლმადიდებლობის წინააღმდეგ კანონზომიერია, რადგან სწორედ მართლმადიდებლობა განსაზღვრავს ტრადიციულ საზოგადოებას, მის მაღალ ზნეობრივ ნორმებს, ეროვნულ, კულტურულ და კონფესიურ თვითმყოფადობას, რომელში შეღწევაც ძალიან უჭირთ საყოველთაო ვესტერნიზაციის იდეის მქადაგებლებს.

რადიკალ ლიბერალებს ძალიან კარგად ესმით, რომ საკუთარი იდეების დანერგვას, ადგილობრივი საზოგადოების ზნეობრივ კოორდინატთა სისტემის მოშლას მანამ ვერ მოახერხებენ, სანამ არ დაანგრევენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ამიტომაც ებრძვიან ასე დაუნდობლად და გაშმაგებით მართლმადიდებლობას. გამონაკლისი არც საქართველოა, ჩვენც იმ მართლმადიდებლური ქვეყნების სიაში ვართ, რომლებიც ზემოხსენებული რადიკალი ლიბერალების მთავარ სამიზნეს წარმოადგენენ.

თუ უახლოეს ისტორიას გადავხედავთ, ცხადი გახდება, რომ სწორედ მართლმადიდებლობაა ის ჯებირი, დამცავი ზღუდე, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით ვერ მოანგრია საყოველთაო ვესტერნიზაციამ და ჩვენი ტრადიციული ეროვნული კულტურისთვის მიუღებელმა სხვა მანკიერებებმა. ყველა დანარჩენ სფეროში ეს პროცესები გამალებულად მიმდინარეობს. ბოლოჟამს მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღშიც დაიწყო საშიში, არასასურველი პროცესები, რადგანაც, რადიკალური ლიბერალიზმის მესვეურები ხვდებიან რა, რომ, სანამ დედაეკლესიის ერთიანობას არ შეარყევენ, მის დისკრედიტაციას, ხალხის ინტერესებისა და საზრუნავისგან მის მოწყვეტას არ მოახდენენ, მათ იდეებს ასრულება არ უწერია.

ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაშალონ, დააქუცმაცონ მართლმადიდებლური ეკლესია, გაუჩინონ მრევლს გაორების გრძნობა, უნდობლობა როგორც კონკრეტული იერარქების, ასევე რიგი სასულიერო ინსტიტუტებისა და ზოგადად მართლმადიდებლური ეკლესიის  მიმართ. რადიკალ ლიბერალებს კარგად ესმით, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეძლო დადგენილ საზღვრებში დეიურე ერთიანობის შენარჩუნება. ისტორიულად საქართველოს, ქართველი ერის ცხოვრებაში მართლმადიდებლური ეკლესია და მართლმადიდებლური ქრისტიანული კულტურა მნიშვნელოვან, ხშირად კი გადამწყვეტ როლს ასრულებდა, ასეა დღესაც. უფრო მეტიც, სხვა სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების დევალვაციის ფონზე მართლმადიდებლური ეკლესიის როლი, მისი მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა. სწორედ ამიტომ საკუთარი მიზნების დაუბრკოლებლად განსახორციელებლად ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა შიგნიდან დაშალონ, განხეთქილება შეიტანონ, მოსპონ მთავარი წინააღმდეგობა – საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია.

ამ ფონზე საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია ხელისუფლების, მასთან დაახლოებული წრეების აგრეისული, მტრული დამოკიდებულება როგორც ზოგადად მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე მისი მესვეურების მიმართ.

ამდენად, დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ მართლმადიდებლურმა სივრცემ, ერთმორწმუნე ქვეყნებმა შეძლონ ერთიანი მიდგომების შემუშავება, რათა თავიდან აიცილონ უდიდესი საფრთხე, რასაც რადიკალი ლიბერალების მიერ წამოწყებული ანტიმართლმადიდებლური ომი გვიქადის...

სახელისუფლო პროპაგანდისტული მანქანა წარამარა გვარწმუნებს, რომ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის სრული იდილია და ურთიერთგაგება სუფევს, რომ თითქოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია  ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას უპირობოდ ეთანხმება და მხარს უჭერს... წინამდებარე კრებულიდან ნათლად ჩანს, რომ ეს ასე არ არის და სინამდვილეში ეკლესიის პოზიცია ხალხის, საზოგადოების დამოკიდებულების იდენტურია და იგი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გარე ძალებისა თუ ხელისუფლების თავგასულობის, მტრული პოლიტიკის ერთმნიშვნელოვან დაგმობაში გამოიხატება».

 

ლილი მიროტაძე

„საქართველო და მსოფლიო“

 

1-prezent-mt 1-prezentacia-1
1-prezentacia-3 1-prezentacia-2