საზოგადოება
მოსკოვში ალტერნატიული ხმის მიცემა გაიმართება?

1-Sengelia-sazooo3თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. მოსკოვში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობის – „საქართველოს ხმა – სამართლიანი არჩევნებისათვის“ – წარმომადგენლები 1 ოქტომბერს რუსეთის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ალტერნატიული ხმის მიცემის ჩატარებას აპირებენ. მოძრაობის ლიდერმა თეიმურაზ შენგელიამ განმარტა, რომ ეს ორგანიზაცია შეიქმნა, რათა რუსეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოში დემოკრატიის აშენებაში მონაწილეობის მიღება შეძლონ. მისი ინფორმაციით, „დაახლოებით 400 ათასი ადამიანი, პრაქტიკულად, მოკლებულია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას, რადგან საქართველოს ცესკომ რუსეთში საარჩევნო უბნები არ განათავსა“.

„იმისათვის, რომ რუსეთში მცხოვრები და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობაწართმეული საქართველოს მოქალაქეების ხმები მასშტაბური გაყალბებისთვის არ გამოიყენონ, მათი სია, ვინც ალტერნატიულ ხმის მიცემაში მიიღებს მონაწილეობას, შემდგომში საერთაშორისო დამკვირვებლებს გადაეცემა“, – განაცხადა შენგელიამ.

ცნობისათვის: სავარაუდო ალტერნატიული ხმის მიცემა გაიმართება მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესთა სექციაში (რუსეთში საქართველოს საკონსულოს ყოფილი შენობა, ოსტოჟენკას ქ.26). თუმცა ჯერ უცნობია, რა რეაქცია ექნება ამ ინიციატივაზე თავად სექციას. სავარაუდოდ, უარს იტყვის...