თბილისი, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, რეჟისორი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხაინდრავა გუშინ ღამით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა დაკითხვაზე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში.
საქართველოს პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ “კანონიერი ქურდების დახმარება ოპოზიციისთვის რამდენიმე თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი: მათ შეუძლიათ “დაარწმუნონ“ ქართული დიასპორა, არჩევნებზე მხარი ოპოზიციას დაუჭიროს, აგრეთვე დაეხმარონ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე ოპოზიცია გამარჯვებას ვერ მიაღწევს“, თუმცა საზოგადოებისთვის წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელიც 2011 წლის 9 ნოემბრით თარიღდება, მსგავსს არაფერს იუწყება.
ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში გოგა ხაინდრავამ დაადასტურა, რომ საფრანგეთში რევაზ ლორთქიფანიძეს შეხვდა, რადგან ის მისი მეგობარია. მან დასძინა, აგრეთვე, რომ ახსნა-განმარტებას მოსთხოვს საფრანგეთის ელჩს და დღესვე გაუგზავნის მას წერილს.
კომპრომატების ომი მწვავდება. გაგრძელება იქნება...