ციხეებში წამება გრძელდება

თბილისი, 24 სექტემბერი,
საქინფორმი. ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ახალგაზრდობის ჯგუფის“ წევრ გიორგი აფხაიძის განცხადებით, რუსთავის №1 საპყრობილეში პატიმრების წამება უწინდებურად გრძელდება. ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელმაც მასთან დაკავშირება მოახერხა, ირწმუნება, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია პატიმრების წინააღმდეგ ფიზიკურ ძალას ისევ იყენებს.
აფხაიძე უფლებადამცველებს მოუწოდებს, მოინახულონ რუსთავის ციხე და პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნონ.