თანამემამულენო! სააკაშვილის ხელისუფლება, მთელი ეს წლები გადაჰქონდა რა ჩვენი ყურადღება ტყუილებზე რუსული სამხედრო მუქარის, „მეხუთე კოლონის“, „ფე-ეს-ბე“-ს ჯაშუშებისა და კრემლის აგენტების შესახებ, ციხეებში ჩვენს შვილებს, ქმრებსა და ცოლებს, ძმებსა და დებს, მამებსა და დედებს აუპატიურებდა და სცემდა! ხოლო აშშ და ევროპა, რომლებმაც მილიარდობით დოლარი შეაჭამეს ამ ხელისუფლებას, ფიქრობდნენ, რომ ეს ფული დანიშნულებისამებრ – საქართველოში დემოკრატიის მშენებლობაზე დაიხარჯა... როგორც აღმოჩნდა, ის ციხეებში წამებაზე დაიხარჯა და ხელისუფლების ჯიბეში წავიდა, რაც დღეს ჩვენი დასავლეთელი „პარტნიორ-მეგობრების“, როგორც ყოველთვის, დაგვიანებულ გაკვირვება-აღშფოთება-შეშფოთებას იწვევს.
თანამემამულენო! ჩვენი პატიმრების ტკივილმა, ჩვენი შვილების ტკივილმა დღეს სასწაული მოახდინა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ხელეწიფებოდა – გააერთიანა ქართველი ხალხი, პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. ყველა, ვისაც მისხალი სინდისი მაინც შერჩა და ვისაც სისხლში არ აქვს ხელები დასვრილი, განუდგა „ნაც-ანალურ მოძრაობას“! დანარჩენებს ამისათვის ზუსტად ერთი კვირა დარჩათ – 2012 წლის 1 ოქტომბრამდე.მაშ, სახეში შევაფურთხოთ ყველას, ვინც ნაც-ანალურ ხელისუფლებაშია ან მხარს უჭერს მას, და მნიშვნელობა არა აქვს – ქალი იქნება თუ კაცი, მეზობელი თუ ნათესავი, პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, ბიზნესმენი თუ ომბუდსმენი! მოსვენება არ მივცეთ ჯალათ-პედერასტებს არც დღისით, არც ღამით, შევარცხვინოთ და ისხდნენ ეს ვირთხები ცხვირგამოუყოფლად თავიანთ სოროებში, სანამ ნარებზე გადასხდებოდნენ, რომლებზეც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს შვილებზე ძალადობდნენ!
ერთ დღეში – 2012 წლის 18 სექტემბერს, როდესაც ციხეებში გადაღებული რამდენიმე ვიდეო გვაჩვენეს – ნაც-ანალების ხელისუფლებამ არჩევნები წააგო და გაანადგურა მითი საქართველოს სამართალდამცავ, პენიტენციარულ და სასამართლო სისტემებში რეფორმების შესახებ: დღეს ჩვენთან კვლავ პოპულარულები გახდნენ ქურდები, რომლებიც დღევანდელ ქვეყნის მბრძანებლებთან შედარებით გმირები და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები არიან!
ნამდვილი გმირი და ვაჟკაცი კი ჯალათ-პედერასტების ამავე ნაც-ანალური გუნდის მიერ ციხეში მოკლული 57 წლის თადარიგის ოფიცერი სერგო თეთრაძე იყო, რომელიც არასოდეს ყოფილა დაზვერვის პოლკოვნიკი, მაგრამ იყო ავღანეთის გმირი – წითელი ვარსკვლავის ორდენის ორგზის კავალერი, და აფხაზეთის ომის ვეტერანი. 2011 წლის 17 სექტემბერს, მისი დაბადების დღეს, ღამის 3 საათზე ის – უკვე 5 წლის განმავლობაში სამოქალაქო პირი – სახლიდან გაიტაცეს არა პოლიციელებმა, არამედ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა კამუფლირებულ სამხედრო ფორმებში, რომლებიც ერთმანეთს მეგრულად ელაპარაკებოდნენ: გახსოვთ, წინამძღვრიშვილის ქუჩა №67-ის მეზობლებო?! ექვსი დღის შემდეგ კი – 23 სექტემბერს, ისევ ღამით, გლდანის №8 საპყრობილეში თეთრაძის ოჯახს მისი ცხედარი დაუბრუნეს – ცემისაგან გაშავებული, მაგრამ ახალ იაფფასიან ტანსაცმელში, რადგან მისი ტანსაცმელი წამებისგან სისხლით იყო გაჟღენთილი...
იცით, რატომ მოკლეს ის?! ხელისუფლებამ მაშინ მორიგი „დოკუმენტური“ ფილმი ჩაიფიქრა საქართველოში „რუსეთის ჯაშუშების“ სერიიდან – „ენვერი 3“, და მისი მთავარი პერსონაჟი უნდა გამხდარიყო რუსულენოვანი საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა – სერგო თეთრაძე, რომლის მეშვეობითაც „გაიხსნებოდა მთელი ჯაშუშური ქსელი“! ჯალათ-პედერასტები, რომლებიც ვერასოდეს ეღირსებიან სამხრეებზე დიდ ვარსკვლავებს, რომლებიც პოლკოვნიკმა თეთრაძემ მრავალწლიანი უმწიკვლო სამსახურით მოიპოვა (ადამიანები, რომლებსაც ვარსკვლავები მხრებზე აქვთ ამოსვირინგებული, მალე „გააპეტუხებენ“ მათ!), რეზინის ხელკეტით უკანა ტანიდან აუპატიურებდნენ მას (როგორც კადაფის – ავტომატის ლულით) სწორედ იმიტომ, რომ ის არ გატყდა – არ დაადო ხელი სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, რომელთა სია წინ დაუდეს, რითაც ჯალათების საზიზღარი გეგმები ჩაფუშა!
ცნობისათვის: სერგო თეთრაძე თავდაპირველად სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების ოფიცერი იყო და ავღანეთის შემდეგ თბილისში საინჟინრო ბაზაზე მსახურობდა (ელიას უბანში, რომელსაც თბილისელები არსენალს ეძახიან) პოდპოლკოვნიკ ალექსანდრე გრინბერგის მეთაურობით. გასული საუკუნის მძიმე 90-იან წლებში მაიორი თეთრაძე შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა თბილისელებს – ყველაფრით, რაც მის საქვეუწყებო საწყობში ინახებოდა. ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის შემდეგ თეთრაძე მაშინვე გადავიდა ქართული არმიის რიგებში და იმავე საინჟინრო ბაზის მეთაური გახდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „КЗакВО“-მ გადასცა; მერე იყო აფხაზეთი, საარტილერიო ბრიგადასა და საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალებში სამსახური. მაგრამ სადაც უნდა ემსახურა სერგო თეთრაძეს, ის დიდი ავტორიტეტით და თანამოსამსახურეთა პატივისცემით სარგებლობდა (რატომ დუმხართ, ვეტერანებო?!). 2007 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკის წოდებით ის თადარიგში იქნა დათხოვნილი. და მას შემდეგ უმუშევარი იყო. მის ოჯახს ძალიან უჭირდა და იძულებული იყო, დარაჯად ემუშავა.
რამდენიმე გეოგრაფიული რუკის, როგორიც ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში იყიდება, ერთი ვაზნისა და ერთი მჭიდის გამო, რომლებიც მის სარდაფში იპოვეს და მისთვის შეგდებული „ფლეშკის“ გამო, რომელიც შემდგომი ჩხრეკისას აღმოაჩინეს (ჩხრეკა მოწმეებისა და თვით თეთრაძის გარეშე ჩატარდა – ამ დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაში რეზინის ხელკეტით „თანამშრომლობაზე“ მის დაყოლიებას ცდილობდნენ!), პოლკოვნიკი, ავღანეთისა და აფხაზეთის გმირი, ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში... თანაც საქმე გასაიდუმლოებული იყო და საგანგებოდ ჩატარებულ სასამართლოზე მხოლოდ ადვოკატი – თამარ იასეიშვილი შეუშვეს, რომელსაც გახმაურების შემთხვევაში ისეთივე ანალური პროცედურებით დაემუქრნენ, რომლებსაც ნამდვილი თბილისელისა და ვაჟკაცის – სერგოს, გულმა ვერ გაუძლო. მისგან მხოლოდ ნათელი ხსოვნა და ოქროს ჯვარი დარჩა, რომელიც მან, როცა ჯალათ-პედერასტებს სახლიდან მიჰყავდათ, კისრიდან მოიხსნა და ჩამოჰკიდა თავის პატარა ვაჟს, სახელად – დათას... დიახ, პატივცემულო მკითხველო, სერგო თეთრაძის ვაჟი საკუთარი მამის მკვლელის ღვიძლი ძმის – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის – დათა ახალაიას სეხნიაა, რომელსაც იმ დროს კუდ-ის უფროსის თანამდებობა ეკავა.
სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ადვოკატმა თამარ იასეიშვილმა, რომელმაც მოახერხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაში თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვა, გაბედა და ოჯახს შეატყობინა, რომ სერგო საშინლად ნაცემი იყო. მომხდარის შესახებ ინფორმაცია თეთრაძის ოჯახის ახლობლებმა მაშინვე გაუგზავნეს ქართულ მედიასაშუალებებს და პარტიებს, მათ შორის – საქინფორმს, მაგრამ მისმა შეშინებულმა მეუღლემ, რომელსაც გახმაურების შემთხვევაში ვაჟიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ჩვენთან საუბარზე უარი თქვა (მომიტევოს ქალბატონმა ნანამ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაშინ მან თავის მეუღლეს – სერგოს, უღალატა...). მხოლოდ სტუდია „GNS“-მა და ნანა ლეჟავამ მიუძღვნეს ამას „კვირის რეპორტაჟი“ ტვ „მაესტროზე“, ხოლო პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ირაკლი ალასანიამ გაბედა, საჯაროდ განეცხადებინა ამ ამაზრზენი დანაშაულის შესახებ და საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მეგის ქარდავას პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. როგორც დღეს გვაცნობებს იძულებით ემიგრაციაში მყოფი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელმაც გლდანის №8 საპყრობილეში საშინელ წამებებზე ვიდეოები გადაიღო, სწორედ მათი ბრძანებით პოლიციის ხელკეტით გაუპატიურების დროს შემოაკვდათ თეთრაძე ალექსანდრე მუხაძეს და ოლეგ ფაცაციას.
P.S. ჩვენო ძვირფასო დასავლეთელო „მეგობრებო“! გულზე ხელი დაიდეთ და გვიპასუხეთ: განა თქვენ თვითონ მოგწონთ, როგორი „დერმოკრატიაც“ საქართველოში ააშენეთ? ახლა მაინც დარწმუნდით, რომ ვერასოდეს გაუგებთ აღმოსავლეთს, და რომ საქართველო – აღმოსავლეთია და არა დასავლეთი?! თქვენ იმდენი რამ გაგვიკეთეთ, რომ უკანასკნელადაც დაგვდეთ პატივი: წასვლისას ეს ჯალათ-პედერასტების ნაც-ანალური ხელისუფლება თან წაიღეთ, რომელიც 9 წლის წინ მოგვიყვანეთ! პედერასტებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! ოღონდ – საქართველოში არა...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2012 წლის 24 სექტემბერი, თბილისი