საზოგადოება
ბაჩო ახალაია ეკა ზღულაძემ შეცვალა

1-eka-saz1თბილისი, 21 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, გუშინ, საღამოს, საქართველოს შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ აღშფოთებული ქართველი საზოგადოების ზეწოლის შედეგად განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას დროებით შეასრულებს შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე, რომელმაც საქართველოს ტელევიზიით გუშინ გააკეთა განცხადება.

ცნობისათვის: ეკა ზღულაძე შს სამინისტროში მინისტრის მოადგილედ 2006 წლიდან მუშაობს. ისიც ისევეა პოლიტიკურად დანიშნული, როგორც საქართველოს სამინისტროების ხელმძღვანელთა უმრავლესობა.

ეკა ზღულაძეს ერთი ვაჟი ჰყავს, იგი ფრანგი ფილოსოფოსის ვაჟისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველ რაფაელ გლუქსმანის მეუღლეა.