სამართალი
თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, ღამით, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იბრაგიმ გასეევის სახლის რკინის კარი ააფეთქეს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რეგიონის გენპროკურორი მერაბ ჩიგოევი აფეთქებას (გასეევი ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა) მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს.
„გამოძიება, რა თქმა უნდა, განიხილავს ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ვერსიას უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ“, – იუწყება „რესი“ ჩიგოევის სიტყვებზე დაყრდნობით.