სამართალი
თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და ცხინვალში განლაგებული რუსეთის სამხედროები ქართული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ კომპლექსულ გეგმას ამუშავებენ.
„მუშავდება კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც უკანონო ფრენების შემთხვევაში იქნება რეალიზებული“, – განაცხადა სიუკაევმა.
სიუკაევს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ, რა ღონისძიებებს გაატარებენ ქართული უპილოტოების მიმართ.