საზოგადოება
თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11,7%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის მეორე კვარტალში ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ განხორციელებულმა ინვესტიციების წილმა 37,2%, ანუ 81,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები (24,8 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (21 მილიონი აშშ დოლარი).
ეკონომიკური სექტორების მიხედვით, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემდეგნაირად გადანაწილდა: ენერგეტიკა (74,9 მილიონი აშშ დოლარი); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (58,1 მილიონი აშშ დოლარი); დამამუშავებელი მრეწველობა (42 მილიონი აშშ დოლარი) და საფინანსო სექტორი (18,6 მილიონი აშშ დოლარი).