პუბლიკაციები
ნინო ბურჯანაძე: „სააკაშვილი იატაკზე გორავდა, როცა მე პუტინს შევხვდი!“

1-analitikaNEW1საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ეწვია დემოკრატიული მოძრაობა „ერთიანი საქართველოს“ ოფისს და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა მის ლიდერს, წარმომადგენლობითი „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრს, საქართველოს პარლამენტის ექს-თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. 

– ქალბატონო ნინო, პოლიტიკოს ბურჯანაძის წარდგენა მკითხველისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს. ამიტომ პირდაპირ საქმეზე – დღევანდელ დღეზე – გადავიდეთ. მაშ ასე, პარტიამ, რომლის ლიდერი თქვენ ბრძანდებით, 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

იყო თუ არა თქვენი გადაწყვეტილება მხოლოდ კეთილშობილური ჟესტი ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მისამართით – იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ არ მოისურვეთ, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ნაწილი თქვენკენ გადმოგექაჩათ, თუ ხელისუფლების მიერ აპრიორი გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობა, უბრალოდ, უაზრობად მიიჩნიეთ?

– უპირველეს ყოვლისა, მადლობა ობიექტური შეფასებისთვის – ნამდვილად არ მჭირდება წარდგენა. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ბურჯანაძე – პოლიტიკოსია, რასაც თქვენ თავად ხაზი გაუსვით, შესაბამისად, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა საუბარი.  სწორი იქნება და გულწრფელიც, რომ ვთქვათ, რომ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო არც კეთილშობილური ჟესტი მხოლოდ და არც ვინმესათვის საჩუქარი. ასეთი რამ პოლიტიკაში არ ხდება და, უბრალოდ, არაკორექტულიც იქნებოდა ამაზე საუბარი. ეს იყო ძალიან სწორი, პრაგმატული, საქმისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ან პოლიტიკური ორგანიზაციის გამო, არამედ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული საზოგადოების, საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მოლოდინი.

ეს მოლოდინი, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება სწორედ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ამ არჩევნებში. საზოგადოებას ოპოზიციის ერთიანობა ძალიან უნდოდა, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან კარგად ესმის, როგორ მონსტრთან გვაქვს საქმე, როდესაც ვებრძვით სააკაშვილის ხელისუფლებას! მაგრამ რაკიღა არ შედგა ასეთი ერთიანი ოპოზიციური ფრონტი და არ იქნა გაზიარებული ჩვენი შეთავაზება კოორდინაციის სქემაზეც კი, ჩავთვალეთ, რომ არჩევნებში ჩვენი მონაწილეობა, მონაწილეობა არჩევნებში იმ პარტიისა, რომელსაც ნამდვილად აქვს საკმაოდ სერიოზული რეიტინგი და მხარდაჭერა (იმისდა მიუხედავად, რაც არ უნდა ილაპარაკონ სააკაშვილმა და მისმა პიარკომპანიებმა!), ნამდვილად ძალიან სერიოზულად გაყოფდა ოპოზიციურ ხმებს.

ბუნებრივია, ჩვენ ვერანაირად ვერ წამოვიღებდით იმ ხმებს, რომლებიც შეიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიეცათ ამ არჩევნებში, ანუ ჩვენ რეალურად წამოვიღებდით ოპოზიციურ ხმებს, რომლებიც ყველა შემთხვევაში დაიქსაქსებოდა, ეს კი გაუადვილებდა სააკაშვილს იმ ამოცანას, რასაც ოპოზიციის დამარცხება ჰქვია. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომლის ინტერესებიც ყოველთვის მეორადია სახელმწიფო ინტერესებთან შედარებით, ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობთ სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესებით და ამიტომ ჩვენ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ.

– ევროპა დაგვეხმარება, ქალბატონო ნინო, ან აშშ? თუ გავითვალისწინებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების, უცხოელი ანგარიშგასაწევი დიპლომატებისა და ექსპერტების, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, მსოფლიოს უმსხვილესი მედიასაშუალებების მხრიდან წინასაარჩევნო სიტუაციის ბოლოდროინდელ ნეგატიურ შეფასებებს, რომლებიც ოპოზიციისა და ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე და, აგრეთვე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებში დიქტატურის ელემენტების არსებობაზე მეტყველებს, დასავლეთი საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს.

მეორე მხრივ, როგორ გავიგოთ „IRI“-ს, „NDI“-ს, „GQR“-ის მიერ ჩატარებული ყველა ეს წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომლებიც ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, „ზემოდან“ ინსტრუქციებს მოგვაგონებს და მმართველი პარტია „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის





E-mail: saqinform@mail.ru