სამართალი
თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. უწყებათაშორისი კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
კომისია მოუწოდებს თვითმმართველობებს, გააფართოონ არეალი სააგიტაციო მასალების განსათავსებლად და შეზღუდონ მხოლოდ კულტურულ ძეგლებზე, სასამართლოების, პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერზე, ხელისუფლებისა და ადგილობრივი ორგანოების შენობებზე გაკვრა. შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტრონულ ბოძებზე.
ამასთან, რეკომენდაციის მიხედვით, უნდა მოხდეს ამ შეზღუდვების შესახებ საარჩევნო სუბიექტების ინფორმირება.