პოლიტიკა
თბილისი, 11 სექტემბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: „დებატებზე უარი არ მითქვამს, კეთილი ინებონ და ნამდვილი დებატები გააკეთონ“.
მისივე თქმით, უნდა გაკეთდეს რეალური დებატები „და არა მოგონილი, ტვინის გამორეცხვაში რომ ჩართეს ტელევიზიები“.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე – თუ რატომ დასჭირდა ამდენი ხანი რუსეთში მისი ქონების გაყიდვას, უპასუხა, რომ ძალიან იაფად გაყიდა ყველაფერი და ამხელა ქონების გაყიდვას ნამდვილად სჭირდებოდა 1 წელი და 6 თვე.
„საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პირველ დებატებში მონაწილეობდნენ ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი. ამ დებატებზე ბიძინა ივანიშვილიც იყო მიწვეული.