რელიგია
ილია II: „ზოგს ჰგონია, რომ აშენებს, მაგრამ სინამდვილეში ანგრევს...“
1-ilia-reeeliთბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა  და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო  წირვის დასრულების შედეგ საკუთარი თავის შეცნობის მნიშვნელობაზე იქადაგა. უწმიდესმა და უნეტარესმა ბრძანა, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებათა შორის სასწაულია – იგი ფიქრობს, მუშაობს, აღმოჩენებს აკეთებს კოსმოსში და ყველგან, თუმცა, საკუთარი თავი ვერ შეისწავლა.
„ადამიანი ხშირად უცხოს უფრო სწავლობს, ვიდრე თავის თავს. ბრძენი სოლომონი ამბობს: ჟამი არს ნგრევისა – ჟამი არს შენებისა; ჟამი არს ომისა – ჟამი არს მშვიდობისა. ესე იგი ის მოვლენები, რომელიც ხდება ადამიანთა შორის, ურთიერთობა, ომები, თუ სხვა, ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა და აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი მონაწილე ხდება ან ნგრევის ან შენებისა.
„ბედნიერია ადამიანი, რომელიც აშენებს, ხოლო უბედურია, რომელიც ანგრევს. ზოგს ჰგონია, რომ აშენებს, მაგრამ სინამდვილეში ანგრევს, ზოგი კი პირიქით –ფიქრობს, რომ ანგრევს და სინამდვილეში აშენებს“, – ბრძანა ილია მეორემ.