აქტუალური
ტომას მელია საქართველოშია

1-melia-aqqtuu3თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად აშშ-ის უწყებათაშორისო დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა. დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეფასებით, დელეგაციის სამდღიანი სტუმრობა ხაზს უსვამს დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მნიშვნელობას, რის შედეგადაც ქართველმა ხალხმა მისი ნების გამომხატველი პარლამენტი უნდა აირჩიოს.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე მელია და დელეგაციის წევრები გამართავენ მთელ რიგ შეხვედრებს. დელეგაცია სთხოვს საქართველოს მთავრობას, აღასრულოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ; აგრეთვე, სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან კანონი.