აქტუალური
თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკელი სენატორის – ჯონ მაკეინის, განცხადებით, საქართველოში ისეთი არჩევნების ჩატარებაა საჭირო, რომლის შედეგებსაც დამარცხებულებიც აღიარებენ.
სენატორის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ საქართველო ოდესმე უკან დაბრუნდება, თუმცა არჩევნების შემდეგ შესაძლოა, მის შედეგებზე დავა დაიწყოს, რაც ძალიან სამწუხაროა.
„მე მაწუხებს ის საკითხი, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება მის შედეგებზე დავა დაიწყოს. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს განსაჯონ დამკვირვებლებმა, ხოლო დამარცხებულებმა შედეგები აღიარონ“, – აღნიშნა მაკეინმა.