საზოგადოება
თბილისი, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხუთწევრიანი დელეგაცია საქართველოს 11-12 სექტემბერს ეწვევა და 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ სიტუაციას შეაფასებს.
დელეგაცია, ასევე, შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძეს „ახალი მემარჯვენეებიდან“, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.
„სრული 21-წევრიანი ასამბლეის დელეგაცია დაბრუნდება ქვეყანაში, რათა საბოლოო შეფასების გაკეთებამდე ხმის მიცემის პროცესს დააკვირდეს“, – აცხადებს PACE პრესრელიზში.