სამართალი
თბილისი, 5 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს, ინფორმაცია 301 ინციდენტის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ საარჩევნო პორტალზე განთავსდა.
მისივე თქმით, რეგიონების მიხედვით ინციდენტების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა კახეთში დაფიქსირდა, სადაც გამოვლენილია 62 ინციდენტი. დიდი რაოდენობით დარღვევებია იმერეთში – 49 ინციდენტი; შიდა ქართლში – 44, გურიაში – 29 და სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27.
თბილისის ათივე ოლქის შეჯამებული მონაცემებით, არჩევნების პორტალზე 43 ინციდენტია აღრიცხული. ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი დარღვევა ფიქსირდება გორში – 26 ინციდენტი, გურჯაანში – 15, დედოფლისწყაროში – 13, ლანჩხუთში – 11, ქუთაისში – 11, კასპში – 10, ოზურგეთში – 10, ლაგოდეხში – 9, ზუგდიდში – 9, საჩხერეში – 9.