პოლიტიკა
თბილისი, 4 სექტემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფონ რასმუსენი თბილისს 6 სექტემბერს ეწვევა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
რასმუსენი შეხვდება საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში და დიპლომატების წინაშე სიტყვითაც გამოვა.
რასმუსენი შეხვდება ქართულ ბატალიონსაც, რომელიც ავღანეთში გაემგზავრება.