სამართალი
თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ბიძინა ივანიშვილის მიერ „მე-9 არხის“ ეთერში გამოთქმულ შეფასების საპასუხოდ ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:
პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არარსებულ ფაქტების აპელირება და მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას და აუარესებს საარჩევნო გარემოს.
სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ზემოაღნიშნული განცხადება საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არცოდნასთან. მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვთავაზობთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ორშაბათს, 3 სექტემბერს, მობრძანდეს ცესკოში და უშუალოდ გაეცნოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას“.