თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დღეს გამოაქვეყნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათ კომპეტენციაში შემავალი თითოეული სამართალდარღვევის შემთხვევაზე.
როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ აცხადებენ, ანგარიშში, ასევე, ასახულია „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრებისა და მოქალაქეებისთვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ.
პრესკონფერენცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.