პოლიტიკა
თბილისი, 3 სექტემერი, საქინფორმი. საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ წევრი თედო ჯაფარიძე 29-30 აგვისტოს ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია გააცნო.
თედო ჯაფარიძემ ბრიუსელში შეხვედრებისას კოალიციის ძირითადი გზავნილები გაახმაურა და ევროპელ კოლეგებს ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვა გააცნო, რომელიც პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხება.
როგორც ბიძინა ივანიშვილის „Facebook“-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, ბრიუსელში ვიზიტამდე თედო ჯაფარიძე ლონდონში იმყოფებოდა, სადაც ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „Chatham House“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.