პოლიტიკა
თბილისი, 31 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია როლანდ ახალაიას დებატებში იწვევს.
მიუხედავად ყველაფრისა, პატივს ვცემ ოპონენტს და მინდა, დავამკვიდრო ჯანსაღი კონკურენციის ტრადიცია. ამიტომ ვთხოვ როლანდ ახალაიას, მიიღოს ჩემი შეთავაზება და ღირსეული წინააღმდეგობა გამიწიოს ზუგდიდის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გამარჯვების ქუჩაზე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრისას განაცხადა.