ქვემოთ აღწერილი კატეგორია განათლების ამერიკული სისტემის ტიპური პროდუქტია. ეს, ფსიქოლოგების ტერმინით რომ ვთქვათ, ადამიანთა მოდგმის თვითშექმნილი და თვითაღზრდილი (კომპიუტერის ეკრანთან, მშობლების მიერ იგნორირებული, თავის დროზე საზოგადოებასთან ურთიერთობას მოკლებული, სატელევიზიო შოუებთან ცალმხრივ ურთიერთობაზე გაზრდილი) ინდივიდები არიან.
ისინი ტრადიციული აღზრდის გარეშე იზრდებოდნენ, იმიტომ, რომ კანონი მათ მასწავლებლებისა და მშობლების იგნორირების უფლებას აძლევს. ისინი ბავშვობიდან თვითდინებაზე იყვნენ მიშვებული. ეს არის ახალი ავანგარდული თაობა, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობის ძველ ცნებებს არღვევს.2003 წლის ოფიციალური სტატისტიკით, ამ „ახალი ადამიანების“ დაახლოებით 10-მა მილიონმა ტრადიციული ცოლქმრული ურთიერთობა კიბერსექსით ჩაანაცვლა. ბევრი მათგანის შვილები საკუჭნაოებში ცხოვრობენ, ხოლო ნივთები ოთახის შუაგულშია ახორხლილი. ჩარჩოში ჩასმული ფოტოები იატაკზე კედელთან აწყვია, რადგან ქმრებს ლურსმნის ჩაჭედება არ შეუძლიათ. მათ სახლებში ყველაზე სუფთა ადგილი სამზარეულოა, რომელშიც საჭმლის სუნი არასოდეს ტრიალებს. მათი სამზარეულოა „მაკდონალდსი“, „KFC“ და სწრაფი კვების სხვა დაწესებულებები.
ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს საწყისი სამართლებრივი, სოციალური, სულიერი და კულტურული უჯრედია. ოჯახის მდგომარეობა მთელი საზოგადოების ხასიათსა და დონეს განსაზღვრავს.
ვებსტერის ახალი ენციკლოპედიური ლექსიკონი ცნება „ოჯახის“ შემდეგ განმარტებებს გვაძლევს: 1. საერთო წარმოშობის პირთა ჯგუფი; 2. ერთ ჭერქვეშ ერთი უფროსის ხელმძღვანელობით მცხოვრებ ინდივიდთა ჯგუფი; ... 4. მშობლებისა და შვილებისგან შემდგარი სოციალური ჯგუფი.
სამივე განმარტება, ასე თუ ისე, ამ ცნების ტრადიციულ მნიშვნელობას შეიცავს, აგრეთვე, გულისხმობს საზოგადოების ამ თავდაპირველი უჯრედის ყოველი ცალკეული წევრის ტრადიციულ ფუნქციებს. თანამედროვე ცხოვრებაში „მონადირისა“ და „კერიის მცველის“ ფუნქციების ხასიათმა დიდი ხანია, სრულიად სხვა მნიშვნელობა შეიძინა, ისევე, როგორც „ოჯახის უფროსმა“. არსი იგივე დარჩა. თუ ინტერიერულ დიზაინზე ან, უბრალოდ, სიმყუდროვის შექმნაზე ვლაპარაკობთ, უმრავლეს შემთხვევაში ამას ქალის ფუნქციებს მივაკუთვნებთ, ხოლო საცხოვრებლის ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებას – მამაკაცის მოვალეობებს.
ოჯახის უფროსის როლზე ლაპარაკისას უფრო სწორი იქნება, ორივე მეუღლე ვიგულისხმოთ, რადგან თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად ერთ ადამიანს არ ძალუძს, უფროსის ყველა მოვალეობა იტვირთოს ან გადაწყვეტილებები მარტომ მიიღოს. ასე თუ ისე, წარმატების მისაღწევად თითოეული ცდილობს, ოჯახისთვის ის გააკეთოს, რაც მას ყველაზე კარგად გამოსდის. ამას კი კარნახობს არა სახელმძღვანელო, რომელშიც მეუღლეების მოვალეობებია ჩამოთვლილი, არა