აქტუალური
თბილისი, 24 აგვისტო, საქინფორმი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის თბილისში წარმომადგენლობა გახსნა.
წარმომადგენლობა, რომელსაც ნიკოლაი ვულჩანოვი ხელმძღვანელობს, საქართველოში მყოფ 15 საერთაშორისო ექსპერტსა და 28 გრძელვადიან დამკვირვებელს აერთიანებს.
გარდა ამისა, „ODIHR“-ს არჩევნებზე 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ეყოლება, რომლებიც კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან.