ვეფხვაძე: „ივანიშვილს გიჟად შერაცხავენ...“

თბილისი, 23 აგვისტო,
საქინფორმი. ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვეფხვაძემ, „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლა იწინასწარმეტყველა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, გაიმარჯვებს თუ არა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში, კოალიცია მაინც დაიშლება.
„ყველაფერი დასწრებაზე იქნება; ან ივანიშვილი გამოყრის კოალიციაში შემავალ პარტიებს, ან ისინი თავად წავლენ. პარლამენტში შესვლის შემდეგ ივანიშვილს გიჟად შერაცხავენ, ისევე, როგორც ერთ დროს მიშა შერაცხეს და გამოეყვნენ“, – განაცხადა ვეფხვაძემ.