საზოგადოება
თბილისი, 23 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის „ქართული დასი“ პარტიასთან – „განახლებული საქართველოსთვის“, ერთად იბრძოლებს. ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ და პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – წევრმა ნანა გულუამ განაცხადეს.
ჯონდი ბაღათურია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზეც საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ მინდია გულუა გუშინ გამორიცხავდა ივანიშვილთან ურთიერთობას. ბაღათურიას თქმით, ის გულუას ესაუბრა და დღეის მდგომარეობით, გულუა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე თანახმაა.
გულუას განცხადებით, არსებობს კოალიციასთან აზრთა სხვადასხვაობა, მაგალითად, ნატოს საკითხში, მაგრამ ძირითადი მიზნები მათ ერთნაირი აქვთ.