პოლიტიკა
თბილისი, 21 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებად 2 ბლოკი და 21 პარტია დაარეგისტრირა, 8 პარტიას კი რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
საარჩევნო ბლოკში – „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ – შემდეგი ექვსი პარტიაა გაერთიანებული: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველები“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და „ეროვნული ფორუმი“.
რეგისტრირებულმა ბლოკებმა და პარტიებმა საარჩევნო სიები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცესკოს 1 სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ.