რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქი არ მიიწვიეს...

1-jvariaqaurobas-relig2თბილისი, 20 აგვისტო, საქინფორმი. ქუთაისში გასულ პარასკევს ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა. ჯვრის აღმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა პირადად მიიღო მონაწილეობა. ცერემონიას რესტავრატორებთან ერთად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილიც ესწრებოდნენ.

ცერემონიალზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიწვეული არ ყოფილა.

როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, 300 კგ და 2,14 მ ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა.

ნაკურთხი და დალოცვილი ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით ქუთაისში 17 აგვისტო ერთჯერადად უქმე დღედ იყო გამოცხადებული.