„ქართული ოცნება“: რაჭა-ლეჩხუმი – 26-27 აგვისტო, თელავი – 2 სექტემბერი

თბილისი, 20 აგვისტო,
საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში გამართულ აქციაზე მომავალი აქციების ადგილი დააანონსა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 26-27 აგვისტოს აქცია რაჭა-ლეჩხუმში გაიმართება, 2 სექტემბერს კი – თელავში. „მოემზადეთ გამარჯვებისთვის, ყველაფერი კარგად იქნება!“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.