სამართალი
თბილისი, 15 აგვისტო, საქინფორმი. ნიკოლოზ მჟავანაძემ, „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამხილები პროკურატურაში შეიტანა.
მჟავანაძე აცხადებს, რომ ამის დამადასტურებლად პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების სატელევიზიო კომენტარები აქვს. ეს მასალები მან პროკურატურაში აქცია-პრესკონფერენციის ჩატარების შემდეგ შეიტანა.
ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, თუ მოქმედი ხელისუფლება არ დაინტერესდება ამ საქმით, მას შემდეგი ხელისუფლება გამოიძიებს.