„ქრისტიან-დემოკრატთა“ მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

თბილისი, 15 აგვისტო,
საქინფორმი. თბილისის 8 რაიონში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია.
ვაკეში კენჭს იყრის მოჭადრაკე
ნინო გურიელი,
ჩუღურეთში – კახა ბასილია, კრწანისში – ზაზა გაბუნია, ისანში – ლევან ვეფხვაძე, გლდანში – ინგა გრიგოლია, ნაძალადევში – ჯაბა სამუშია, სამგორში – მაგდა ანიკაშვილი, ხოლო
მთაწმინდაზე – ფერია ანთია.
რაც შეეხება საბურთალოსა და დიდუბეს, ამ რაიონებში მაჟორიტარებს „ქდმ“ მოგვიანებით დაასახელებს.
თბილისის 8 რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატები „ქდმ“-ის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში მიმდინარე წინასაარჩვენო შეხვედრაზე წარადგინა.