თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. დღეიდან მარიამობის მარხვა დაიწყო. მარიამობის მარხვა ორი კვირის განმავლობაში გრძელდება და 28 აგვისტოს – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება.
აღნიშნული მარხვა მძიმეა მორწმუნეებისთვის. თევზით ხსნილი მხოლოდ ფერიცვალებას, 19 აგვისტოსაა. თავისი მნიშვნელობით იგი საშობაო და პეტრეპავლობის მარხვაზე აღმატებულია.
დღესვე ტარდება წყალკურთხევის (მცირე აიაზმა) ცერემონიალიც.