სამართალი
პოლიციამ 12 თვეში 39 411 593 ლარის ჯარიმები გამოწერა

1-patruli-samarTali1თბილისი, 14 აგვისტო, საქინფორმი. საპატრულო პოლიციამ 12 თვის განმავლობაში 39 411 593 ლარის ოდენობის ჯარიმები გამოწერა. ამის შესახებ შს სამინისტროდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა იუწყება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის პირველ ექვს თვეში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული ჯარიმების სახით დაკისრებულმა თანხამ შეადგინა 21 134 952 ლარი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 14 261 933 ლარი, ხოლო 2012 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჯარიმებმა შეადგინა 18 276 641 ლარი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 7 229 740 ლარი“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.