საარჩევნო პლაკატები სპეციალურ სტენდებზე გაიკვრება

თბილისი, 13 აგვისტო,
საქინფორმი. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის მერიამ დედაქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი გამოაცხადა. მან საარჩევნო სუბიექტებისთვის სპეციალური სტენდები დაამონტაჟა. თითოეულ პარტიას ამ სტენდებით სარგებლობის თანაბარი უფლება ექნება.
გარდა ამისა, განისაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც პლაკატების განთავსება იკრძალება.
მერიის მიერ შედგენილ სიაში ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კულტურული ძეგლები, რეაბილიტირებული შენობები, სახელმწიფო თვითმმართველობის ორგანოები შედის.