მმართველი პარტია მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

თბილისი, 13 აგვისტო,
საქინფორმი. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისისა და რამდენიმე რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური აცხადებს.
იმავე ცნობით, კანდიდატების წარდგენა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდება. თბილისის გარდა მაჟორიტარი კანდიდატები დასახელდება რამდენიმე რეგიონშიც.