პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: „დაუბრუნებლობის წერტილი და რიჩარდ ლუგარის სახელობის სიკვდილის ფაბრიკა“

1-analit-lugariგუშინ დიდგორობის დღესასწაულზე, რომელიც დიდგორის ბრძოლაში სელჩუკთა ლაშქარზე ქართველების გამარჯვებას მიეძღვნა (1121 წ. 12 აგვისტო), ამერიკელმა სენატორმა – რესპუბლიკელმა რიჩარდ ლუგარმა, სტარტი მისცა საქართველოში აშშ-ის ახალი სამხედრო ობიექტების მუშაობას  ძალზე მშვიდობიანი სახელწოდებებით. ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად მან საზეიმოდ ჩაუყარა საძირკველი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციულ შენობას, სადაც განთავსდება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (აშშ) ოფისები.

ხოლო 2004 წელს თბილისის გარეუბანში (ალექსეევკის დასახლებაში სამხედრო აეროდრომის მეზობლად) გახსნილ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიას რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა – აშშ-ის მთავრობის სპეციალური პროგრამის „ნან-ლუგარის“ ავტორისა, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ხორციელდება და რომლის საფუძველზე ქვეყანაში ფუნქციონირებს რიგი ლაბორატორიები და ვირუსთა შტამების საცავები. ექსპერტთა აზრით, ამერიკული მხარის ეს აქტიურობა უკავშირდება საქართველოში ბიოლოგიური იარაღის სხვადასხვა სახეობის კვლევის, შენახვის, განადგურებისა და შექმნის ობიექტების გაშლის ამოცანას, იარაღის, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს მეზობელი ზოგიერთი ქვეყნის, კერძოდ – ირანის წინააღმდეგ.

„დღეს ისტორიული დღეა! საბჭოთა კავშირს არასოდეს ჩაუდია მსგავსი ინვესტიციები საქართველოში“. ისინი ძალიან ფრთხილობდნენ, რომ ეს ჩვენთვის მისაწვდომი არ გამხდარიყო! ზოგიერთი ამბობს – რა განსხვავებაა რუსეთსა და აშშ-ს შორისო?! აი, რაშია ეს განსხვავება!“ – გაახარა მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმული სენატორი ტელეკამერების წინაშე თავისი გამოსვლით, და ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სიმართლეს ამბობდა!

სააკაშვილი მართალია – ეს მართლაც ისტორიული დღე იყო, მაგრამ არა დიდგორის ბრძოლის 891-ე წლისთავის ისტორიული მიზეზით: საქართველომ გუშინ არდაბრუნების წერტილი გადალახა (ასე უწოდებენ პილოტები აფრენის ფაზას, რომელშიც აფრენის გაუქმება და თვითმფრინავის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეიძლება) და აშშ-მ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველოში სამუდამოდ მოვიდა! საქართველოში განთავსებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების მსგავს კაპიტალურ სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს ხომ საზღვარგარეთ ტყუილუბრალოდ არ აშენებენ და მილიარდობით დოლარს ქარს არ ატანენ, და სასიკვდილო-სახიფათო ობიექტების საკუთარ ტერიტორიაზე, ამერიკაში განლაგება კი საშიშია: დივერსიის ან ტერაქტის შემთხვევაში სასიკვდილო-სახიფათო ვირუსები მყისიერად გავრცელდება ქვეყანაში და ჯერ კიდევ შეუსწავლელი ბაქტერიებისაგან საშინელ ეპიდემიებს გამოიწვევს!

სააკაშვილი მართალია – საბჭოთა კავშირს არასოდეს ჩაუდია მსგავსი ინვესტიციები საქართველოში! სსრკ-ის დროს საქართველოში ქარხნები და ფაბრიკები შენდებოდა, ხოლო საქართველოს სტრატეგიული მეკავშირე №1 2004 წლიდან დღემდე მხოლოდ იარაღის მოწოდებითა და საქართველოში სამხედრო ობიექტების მშენებლობით არის დაკავებული...

რატომ არ არის საქართველოში თუნდაც ერთი ამერიკული ბრენდის ფილიალი მაინც, თუნდაც ერთი ქარხანა, რომელიც რაიმე ამერიკულ პროდუქციას ააწყობდა, მაგალითად, ავტომობილებს, როგორც მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში, და მარტო რიჩარდ ლუგარის სახელობის სიკვდილის ფაბრიკაა?! რატომ არის საქართველოში  მხოლოდ პროგრამა ნან-ლუგარი, და არა წარმოება, სადაც ნანოტექნოლოგიები გამოიყენება? 

სააკაშვილი მართალია – საბჭოთა კავშირში ძალზე ფრთხილობდნენ, რომ ქიმიური იარაღი ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო, თუმცა საბჭოთა საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელები, ახლანდელისაგან განსხვავებით, შეუდარებლად პასუხისმგებლები იყვნენ... მაგრამ აშშ-ს ეს ნაკლებად ადარდებს, ისევე, როგორც ის,

– რომ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელს 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან დაუმთავრებლად მიაჩნია;

– რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და მათთან საზღვრისპირა რაიონებში საგანგაშო მდგომარეობაა;

– რომ არცთუ შორეული სამხედრო კონფლიქტების გამო საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – პირობითი მცნებაა, და საზღვრის დელიმიტიზაცია აზერბაიჯანსა და სომხეთთან (რომელთაც საქართველოსთან თავიანთი ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ), და რფ-თან, ჩრდილოეთ კავკასიასთან მონაკვეთზე, ჯერჯერობით არ განხორციელებულა, რაც პერმანენტულად იწვევს მის „კორექტირებას“ და ლოკალური მნიშვნელობის „ჩპ“-ეებს;

– რომ  ვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში არცთუ სახარბიელოა, ისევე, როგორც ურთიერთობა უახლოეს მეზობლებთან – სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რუსეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ;

– რომ კარს მოგვადგა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც, სავარაუდოდ, მოქმედი ხელისუფლების სასარგებლოდ გაყალბდება; რომ ერთგულება და სიმშვიდე არ სუფევს თვით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც, რომლის წმიდა სინოდი ორ შეურიგებელ ბანაკადაა გახლეჩილი – პროსამთავრობო და ანტისამთავრობო მიტროპოლიტ-ეპისკოპოსების, რომელიც პატრიარქს ნაკლებად ემორჩილებიან; რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა უკიდურესად პოლარიზებული და გაბოროტებულია, რომ ქვეყანაში უმუშევრობაა, რეალურად არ არსებობს არც მართლმსაჯულება, არც სახალხო დამცველი, რომ მასობრივად ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები, მათ შორის – ჟურნალისტებისაც...

სააკაშვილი მართალია – ამაშია განსხვავება რუსეთსა და აშშ-ს შორის, და არა მხოლოდ ამაში: საქართველოს მოქალაქეებისათვის ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია „დაძმობილებული“ ქვეყნის დედაქალაში – ვაშინგტონში – გასეირნება, სსრკ-ის მაშინდელი დედაქალაქის – მოსკოვისაგან განსხვავებით, სადაც ქართველები ხშირად, უბრალოდ, რესტორანში სავახშმოდ დაფრინავდნენ ხოლმე...

სხვათაშორის, სანამ ოფიციალური მოსკოვი მთელ აქცენტს აკეთებდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების განთავსების დაუშვებლობაზე, აშშ-მ მშვიდად განალაგა საქართველოში ობიექტი, ბევრად უფრო სახიფათო, ვიდრე სამხედრო ბაზაა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტებით: არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი რაკეტის აფეთქებას გარკვეული რაოდენობით ადამიანების სიცოცხლე ეწირება და მას მოქმედების განსაზღვრული გარკვეული რადიუსი აქვს, მაგრამ რამდენად შორს გავრცელდება და რამდენ სიცოცხლეს იმსხვერპლებს სასიკვდილო შტამი ლაბორანტის ხელიდან შემთხვევით დავარდნილი სინჯარიდან, არავინ იცის... 

მაგრამ... დღეს მთელი ეს საუბრები ზედმეტია, არდაბრუნების წერტილი საქართველოუკვე გაიარა: თავდაპირველად აშშ-თან პარტნიორობის მსხვერპლი ქართველი ჯარისკაცები გახდნენ ერაყსა და ავღანეთში, ახლა კი, ლაბორატორიაზე განხორციელებული დივერსიის, ტერაქტის ან, თუნდაც, შემთხვევითი „ჩპ“-ს შედეგად, ვირუსის შტამის გაჟონვის მსხვერპლი შეიძლება გახდეს არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ რეგიონის ქვეყნების – აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, რუსეთის...

ხოლო სხვაგვარად მოაზროვნეთა სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების, სიცოცხლე ამიერიდან გახვრეტილი კაპიკიც არ ღირს: ნებისმიერ დღეს მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისისაკენ მიმავალმა სააკაშვილმა შეიძლება შეიაროს რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრალურ რეფერენტ-ლაბორატორიაში და აირჩიოს ამპულა – ივანიშვილისთვის, კუკავასთვის ან ბურჯანაძისთვის... 

ცნობისათვის: რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრალურ რეფერენტ-ლაბორატორიიდან ორ ნაბიჯზე განლაგებულია კიდევ ერთი ლაბორატორია, სადაც ექსპერიმენტებს ცოცხალ ადამიანებზე ატარებენ: მმართველი პარტიის  „საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი...

 

1-analit-lugari2