სამართალი
თბილისი, 9 აგვისტო, საქინფორმი. გია თორთლაძე, „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. იგი დეოკუპაციის ცენტრს უხელმძღვანელებს.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტია საქმიანობას არ წყვეტს, უბრალოდ, დროებით ტაიმ-აუტს იღებს. თორთლაძემ აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი დაფუძნდა.
მისი თქმით, ამ ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება ოკუპაციის შესახებ.
„ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის ხელის შეწყობა საქართველოს დეოკუპაციისათვის“, – განაცხადა გია თორთლაძემ.