საზოგადოება
ქდმ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს 14 აგვისტოს დაასახელებს

1-qdm-sazogadoeba3თბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. როგორც ჟურნალისტებს გიორგი თარგამაძემ განუცხადა, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ თბილისის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებს 14 აგვისტოს დაასახელებს.

„თბილისის მასშტაბით და საქართველოს საარჩევნო ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში კანდიდატების თაობაზე შიდაპარტიული კონსენსუსი უკვე არსებობს. რაც შეეხება ოფიციალურად მათ წარდგენას და დასახელებას, უკვე მომავალ კვირას, 14 აგვისტოსთვის, თბილისში ყველა კანდიდატი იქნება ოფიციალურად დასახელებული და წარდგენილი“, – განაცხადა თარგამაძემ.