საზოგადოება
ბაღდათის მაჟორიტარ კანდიდატად კვლავ „თეგეტა მოტორსისა“ და კურორტ საირმის მფლობელი დასახელდა

1-baRdaTi-sazogadoeba2თბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბაღდათში კვლავ თემურ კოხოძე დაასახელა.

ბაქრაძემ კანდიდატი არწივაძეების ოჯახში წარადგინა და მასთან ერთად ოჯახური ტიპის საწარმო დაათვალიერა. ბაქრაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაა, რისთვისაც მსგავსი ტიპის საწარმოების განვითარებაა საჭირო.

„ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რისი გაკეთება გვინდა სასოფლო სამეურნეო კუთხით – ესაა სამუშაო ადგილების შექმნა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჩაბარების ხელშეწყობა. ამაში მოსახლეობას ჩვენი კანდიდატიც დაეხმარება“, –  აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

ცნობისათვის: თემურ კოხოძე ამ მოწვევის პარლამენტის წევრია. ის კომპანია „თეგეტა მოტორსისა“ და ყველა მისი შვილობილი ფირმის მფლობელი და დამფუძნებელია. ასევე, 2011 წელს მისი საკუთრება გახდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტი საირმე.