თბილისი, 7 აგვისტო, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ის უერთდება კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ ივლისში შემოთავაზებულ 17-პუნქტიან დოკუმენტს.
მმართველი პარტია, ასევე, შეურთდა 17-პუნქტიან დეკლარაციას, თუმცა გამოვიდა წინადადებით, რომ ეს პრინციპები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ივლისს შემოთავაზებულ ოთხპუნქტიან დეკლარაციას შეუერთდეს. მმართველი პარტიის დეკლარაცია შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც ხელმომწერმა პარტიებმა უნდა აიღონ ვალდებულება ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე.
სწორედ დეკლარაციის ეს პუნქტი გახდა დავის მთავარი წყარო, რომლის მიღებაზეც „ქართული ოცნება“ თავს იკავებს. ოპოზიციური კოალიციის განცხადება ამ კუთხით განსხვავებულ ფორმულირებას შეიცავს, რომელიც სთავაზობს პარტიებს, არჩევნების შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხი მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით გადაწყდეს. შედეგად, მართალია, „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ დათანხმდნენ „ეს შენ გეხებას“ მიერ შემოთავაზებულ 17-პუნქტიან დეკლარაციას, ჯერჯერობით არ არსებობს ორივე ძირითადი პოლიტიკური ძალის მიერ ხელმოწერილი რაიმე ერთიანი დოკუმენტი.
6 აგვისტოს განცხადებაში „ქართული ოცნება“ ბეშუმში 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტსაც შეეხო და მმართველი პარტია 17-პუნქტიან დეკლარაციაში ასახული პრინციპების დარღვევაში დაადანაშაულა.