აქტუალური
თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. როგორც „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური აცხადებს, „სილქნეტს“ უკვე მიაწოდეს სატელიტური თეფში და რესივერი, რის შემდეგაც მან „მე-9 არხი“ სამაუწყებლო პაკეტში ჩართო.
შეგახსენებთ, რომ დღეს „მე-9 არხი“ „სუპერ TV“-მაც ჩართო. ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „კავკასია“ მის პაკეტში შედიოდა და ისედაც ჩართული ჰქონდა.
მარეგულირებლის ინფორმაციით, ამ მომენტისათვის საკაბელო ოპერატორებმა უკვე დაიწყეს სატელიტური მაუწყებლების სიგნალის ტრანზიტი, კერძოდ: კახეთის საკაბელო ოპერატორმა შპს „გორდამ“, რუსთავში მოქმედმა საკაბელო ოპერატორმა, შპს „კავკასუს ონლაინმა“ და შპს „მაგთიკომმა“ უკვე განახორციელეს საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ სატელევიზიო სიგნალის ტრანზიტი.