აქტუალური
ქორწინების რეგისტრაცია ნოტარიუსებსაც შეეძლებათ

1-qorwineba-aqtualur2თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. ნოტარიუსები ქორწინება-განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ახალი ფუნქციის პრაქტიკაში აქტიურად დანერგვის მიზნით ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსებს შესაბამისი სწავლება უტარდებათ.

საქართველოს ტერიტორიაზე 246 მოქმედი ნოტარიუსია. ნოტარიუსთა პალატაში აცხადებენ, რომ  ქორწინება-განქორწინების რეგისტრაციის ფუნქციის ნოტარიუსებისთვის დელეგირება მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს.

წყვილებს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პარალელურად, ნებისმიერ სანოტარო ბიუროშიც შეეძლებათ. ქორწინების რეგისტრაცია საქორწინო რიტუალის ფონზეც იქნება შესაძლებელი როგორც სანოტარო ბიუროში, ისე სანოტარო ბიუროს გარეთ. ამასთან, წყვილი ქორწინების მოწმობას ნოტარიუსთან მიიღებს.