აქტუალური
თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. საკაბელო ტელევიზია შპს „სატელიტსერვისის“ დირექტორ გელა მეფარიშვილის თქმით, კომპანიამ ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „მე-9 არხი“ ქუთაისში საკუთარ სამაუწყებლო პაკეტში ჩართო.
მისი თქმით, თუ ორი თვის შემდეგ მოსახლეობა მოინდომებს სამაუწყებლო პაკეტში „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ დატოვებას, შესაძლოა, საკაბელო ოპერატორმა მათი თხოვნა დააკმაყოფილოს.
„ოღონდ ამ შემთხვევაში სადგურს გაძლიერება მოუწევს“, – დასძენს გელა მეფარიშვილი.
შეგახსენებთ: საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეარხების საკაბელო და სატელიტური კომპანიების პაკეტში ჩართვა „must carry“-ის პრინციპის შესაბამისად ხორციელდება.