საზოგადოება
თბილისი, 6 აგვისტო, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ფოთის სამმართველოს განცხადებით მიმართა ფოთში მცხოვრებად დარეგისტრირების თაობაზე.
„მე უკვე რამდენიმე დღეა, ფოთში ვიმყოფები. როდესაც ვხვდები მოსახლეობას და მაქვს უშუალო კონტაქტი, მათგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობ, რაც მე ძალიან მახარებს. გუშინ მივიღე ეს გადაწყვეტილება, დღეს ყველა საჭირო პროცედურა გავიარე და დავრეგისტრირდი ფოთში, რათა გავხდე ფოთელი და ვიყო ერთ-ერთ მათგანი“, – განუცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ყველა ქალაქის მოსახლეს უნდა, რომ ადგილობრივი წარმომადგენელი ჰყავდეთ მაჟორიტარად და ეს სურვილი მან ფოთელებს აუსრულა.