მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანგელოზის დღე მიულოცა
თბილისი, 3 აგვისტო,
საქინფორმი. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის დღე – ილიაობა მიულოცა.
„თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ქრისტესმიერო მოძმევ! გულითადად მოგესალმები და გილოცავ თქვენი ზეციური მფარველის დღეს. წმიდა ილია წინასწარმეტყველის მსგავსად, მრავალი წლის განმავლობაში დაუღალავად აუწყებთ ადამიანებს სიმართლეს და ზრუნავთ თქვენზე მინდობილ საქართველოს მართლმადიდებელ მრევლზე. წმიდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით მოგმადლოთ უფალმა გულუხვი დახმარება თქვენს მსახურებაში, მოგანიჭოთ სულიერი სიხარული და ჯანის სიმრთელე. უცვლელი ქრისტესმიერი სიყვარულით, კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“, – ნათქვამია წერილში.