სამართალი
„ქართუ ბანკი“ პროკურატურაში ჩივის

1-javaxaa-samarTali3თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. ყოფილი იძულებითი მმართველის – ვლადიმერ უგულავასა, და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ ირაკლი ზარქუას წინააღმდეგ „ქართუ ბანკმა“ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირების წინააღმდეგ პროკურატურისაგან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, რადგან იძულებითი მართვის პერიოდში 50 მილიონი დოლარის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა და ბანკმა სესხის გაცემის ვალდებულება აიღო, რომლის შესრულებაც ბანკს არ შეუძლია.

„ქართუ ბანკს“ აღნიშნული ხელშეკრულებების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც აქვს შეტანილი. ჯავახიშვილი ამბობს, რომ დროებითმა მმართველმა, რომელიც ბანკში იყო შესული, სესხის გაცემაზე ხელშეკრულებები პროცედურული ნორმების დარღვევით გააფორმა. კერძოდ, დაირღვა „ბანკი ქართუს“ სესხების გაცემისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი პროცედურული ნორმები.