აქტუალური
თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ პირველი სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ ცესკო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 29 მილიონ ლარს დახარჯავს.
ყველა მათგანმა საარჩევნო პროცედურების უკეთ გასაცნობად სპეციალური ტრენინგები გაიარა.
კომისიამ საარჩევნო გრაფიკი უახლოეს დღეებში უნდა შეიმუშაოს.
გამოცხადდა კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. განაცხადების მიღება კონკურსში მონაწილეობისთვის ორ დღეს გაგრძელდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არჩევნებისთვის, ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია, 27 პოლიტიკურმა პარტიამ კი განაცხადი წარადგინა.
ხარატიშვილის განცხადებით, წელს პირველად პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა.