პუბლიკაციები
იუწყება,
“Skype “
-
ის პოპულარულმა ხმოვანმა სერვისმა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა დაიწყო.
ამიერიდან კორპორაცია
“Microsoft Corporation”
სპეცსამსახურებს ნებას დართავს,„Skype“-ის
მომხმარებლების საუბრებს მოუსმინონ. გარდა ამისა, პირადი მიმოწერის წაკითხვის უფლებაც ექნებათ.ასეთია კორპორაციის ახალი პოლიტიკა, რომ ყველაფერში ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში „Skype“ სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნიდა სპეცსამსახურებს დაშიფვრის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. სერვისის მონაცემების მოპოვება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, თუმცა კორპორაციამ ქსელის არქიტექტურა შეცვალა და ახლა საჭირო შემთხვევაში სამართალდამცველებს შეეძლებათ მომხმარებლების საუბრებში „ჩართვა“.