პუბლიკაციები
თბილისი, 3 აგვისტო, საქინფორმი. საქინფორმი სთავაზობს მკითხველს ინფორმაციას, რომელიც საიტმა www.samshoblo.org ამერიკული საიტზე www.stripes.com დაყრდნობით გამოაქვეყნა.
„საქართველო ნატოს „ISAF“-ის მისიას 2009 წელს შეუერთდა. ავღანეთში ამ დროისთვის 937 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. წელს საქართველო ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას აპირებს ავღანეთში 738 ჯარისკაცის შემადგენლობით. ამის შემდეგ ავღანეთში საქართველოს 1675 ჯარისკაცი ეყოლება.ნატოს არაწევრი სახელმწიფოებიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სამხედროების ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს ავღანეთში.
2011 წლის მარტის მდგომარეობით, ავღანეთში 39 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა, თუმცა ეს არ არის ბოლო მონაცემი (http://www.stripes.com/news/u-s-training-a-dual-mission-for-georgians-1.136920).
ამ ფაქტების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პენტაგონს სთხოვა, სტატისტიკა არ გაეცა, თუ რამდენია დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი. დღესდღეისობით, არაოფიციალურ შიდა წყაროებზე დაყრდნობით, დაჭრილი, დაახლოებით, 90-მდე ქართველი ჯარისკაცია“.