ახალი სასაზღვრო პუნქტები ენგურზე

თბილისი, 2 აგვისტო,
საქინფორმი. საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დამატებით ახალი გადასასვლელები გაკეთდება. აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) აფხაზეთის სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის უფროსს შეხვდა. სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, მათ საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.
ანქვაბის თქმით, მოქალაქეების უფრო უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საზღვარზე ახალი გადასასვლელების გაკეთება იგეგმება, რაც, ძირითადად, გალის რაიონის მოსახლეობაზე იქნება გათვლილი.